მერკელი თურქეთის შესახებ

"თურქეთი საგანგებო საქმეებს აკეთებს თავშესაფრის მაძიებლების საკითხში“-თქვა მერკელმა

830796
მერკელი თურქეთის შესახებ

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები, თავშესაფრის მაძიებლების, ბრექსიტის, თურქეთთან ურთიერთობების, უსაფრთხოების, თავდაცვის და დიგიტალიზაციის საკითხების განხილვების მიზნით, შეიკრიბნენ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში. სამიტის წინ მერკელმა, თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თურქეთმა საგანგებო საქმეები გააკეთა. “თურქეთ-ევროკავშირს შორის არსებული შეთანხმების ფონზე, გარკვეული ვალდებულებები ავიღეთ, მიცემული სამი მილიარდის გარდა ვივალდებულეთ მომავალ წლებში კიდევ სამი მილიარდი თანხის მიცემა, მაგრამ არ შევასრულეთ მიცემული დაპირება. ეს ფული, მძიმე პირობებში მცხოვრებ თავშესაფრის მაძიებლებს გამოადგებოდათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თურქეთი საგანგებო საქმეებს აკეთებს თავშესაფრის მაძიებლების საკითხში“-თქვა მერკელმა.



მსგავსი ინფორმაციები