რა ხდება ესპანეთსა და კატალონიაში?

ესპანეთის მთავრობა დაემუქრა კატალონიას, ძალაში შეიყვანს ავტონომიური ოლქის სტატუსის ჩამოსართმევად კონსტიტუციის 155-ე მუხლს

830490
რა ხდება ესპანეთსა და კატალონიაში?

ესპანეთმა, რომელმაც კატალონიის ავტონომიურ ოლქს, დამოუკიდებლობაზე უარის თქმისთვის დღეს დილამდე გამოუყო ვადა, დროის დასრულებისთანავე განაცხადა, რომ, ძალაში შეიყვანს კატალონიის  ავტონომიური ოლქის სტატუსის ჩამოსართმევად კონსტიტუციის 155-ე მუხლს. ხსენებული ვადის დასრულებამდე, ესპანეთის პრემიერის მარიანო რაჟოისთვის გაგზავნილი წერილის საზოგადოებისთვის გამცნობმა კატალონიის ავტონომიური ოლქის ლიდერმა პუჩდემონმა კი, აღნიშნა, რომ მადრიდის, მათთან შეხვედრაზე უარის გამოცხადების შემთხვევაში, შეუძლიათ ავტონომიური ოლქის პარლამენტის დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის  კენჭისყრის ჩატარება.

პუჩდემონმა, 1 ოქტომბრის საკამათო დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ, ესპანეთის ხელისუფლებას გააცნო, რომ გამოაცხადებს დამოუკიდებლობას, მაგრამ ოფიციალურად არ შეეხო თემას.

მადრიდის მთავრობამ, რომელმაც ძალადაკარგულად და არა კონსტიტუციურად მიიჩნია რეფერენდუმი განაცხადა, რომ კონკრეტულ პასუხს ელიან პუჩდემონისგან და ამ დილამდე ვადა მისცა.    

კატალონიის რეგიონი, რომელიც ესპანეთის ყველაზე მეტი ტურისტების მიმზიდველი ადგილია, მოწმე ხდება დამოუკიდებლობის აქციების და დამოუკიდებლობის მომხრე ორი ლიდერის დაკავების შემდეგ, გაფიცვების.

დიდი შოუ კი, მოსალოდნელი შაბათს.



მსგავსი ინფორმაციები