რუსეთის თავდაცვის მინისტრი ისრაელშია

შოიგუ მისმა ებრაელმა კოლეგამ ლიბერმანმა მიიღო

828613
რუსეთის თავდაცვის მინისტრი ისრაელშია

ისრაელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელიც მიიღო მისმა ებრაელმა კოლეგამ ავიგდორ ლიბერმანმა და მასთან საუბარში რუსმა მინისტრმა თქვა, რომ სირიაში მიმდინარე ანტიტერორისტული ბრძოლა დასასრულს უახლოვდება.

“სირიაში სამხედრო ოპერაციები მალე დასრულდება. სასწრაფოდ გადასაჭრელი და განსახილველი რამდენიმე საკითხი არსებობს, მათ შორის ერთ ერთია სირიის სამომავლო განვითარების განხილვა“, ხაზგასმით განაცხადა შოიგუმ.

მისივე თქმით რუსეთ-ისრაელს შორისაც მრავალი სალაპარაკო თემა მოგროვდა, მათ შორის ორმხრივ სამხედრო და ტექნიკურ თანამშრომლობასთან ერთად ტერორიზმთან ბრძოლა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

ახლო აღმოსავლეთში შექმნილ სიტუაციაზე საუბრისას რუსმა მინისტრმა თქვა, რომ  ტერორისტული აქტივობა მთელს მსოფლიოში გაიზრდა და ასეთ პირობებში საერთაშორისო საზოგადოება ერთობლივად უნდა ებრძოლოს ამ ბოროტებას



მსგავსი ინფორმაციები