იაპონია აგრძელებს რუსეთისადმი ტერიტორიულ პრეტენზიას

იგი კურილის კუნძულების დაბრუნებას ითხოვს

827439
იაპონია აგრძელებს რუსეთისადმი ტერიტორიულ პრეტენზიას

იაპონური საინფორმაციო სააგენტო კიოდო იტყობინება, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრი შინზო აბე სიტყვით გამოვიდა ჰოკაიდოს კუნძულზე და თქვა, რომ თუ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას დადებენ, ეს სარგებლობას მოუტანს ორივე ქვეყანას.

“სამხრეთ კურილის კუნძულების უკან დაბრუნება ჩვენი გულწრფელი სურვილია. ჩვენ ამ საკითხის გადაჭრას ჩვენი თაობის დროს ვაპირებთ. თუ სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდება, ჩვენ შევქმნით ყველანაირ პირობებს, რათა რუსეთი მიხვდეს, რომ ეს შეთანხმება ორივე მხარეს სარგებლობას მოუტანს“, აღნიშნა აბემ.

იაპონია სამშვიდობო შეთანხმების დადების წინაპირობად, რუსეთის მხრიდან მეორე მსოფლიო ომის დასასრულს მიტაცებული იაპონური ტერიტორიის, კურილის კუნძულების დაბრუნებას აყენებს.

იაპონიის ამ ტერიტორიული პრეტენზიის გამო, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ამ ორ ქვეყანას შორის ხელი არ მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას



მსგავსი ინფორმაციები