თალიბანები პოლიციელებს დაესხნენ თავს

დაიღუპა 5 კაცი

826370
თალიბანები პოლიციელებს დაესხნენ თავს

ავღანეთიდან მიღებული ცნობებით, ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ფარიაბის პროვინციის დევლეთ აბადის რაიონში, შეიარაღებული თალიბანები თავს დაესხნენ პოლიციის განყოფილებას, რის შედეგადაც 2 პოლიციელი და 3 შეიარაღებული მოხალისე დაიღუპა. პირველადი ვარაუდებით, მილიტანებს ამ თავდასხმაში თალიბანის ორგანიზაციასთან კავშირში მყოფი პოლიციელი დაეხმარა. ამ თავდასხმასთან დაკავშირებით თვით თალიბანიდან რაიმე განცხადება არ გავრცელებულა  



მსგავსი ინფორმაციები