ბუქარესტი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს

იგი სტოლტენბერგმა გახსნა

823360
ბუქარესტი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მუშაობა დაიწყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა სესიამ და მის გახსნისას წარმოთქმულ სიტყვაში ამ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის დღის წესრიგის შეფასებისას  შეშფოთება გამოთქვა რა რუსეთის მხრიდან ნატოს მოკავშირეების საზღვრების გასწვრივ რუსული ჯარების კონცენტრაციის მიმართ, მოსკოვს მოუწოდა, შეასრულოს თავისი საერთაშორისო პასუხისმგებლობა.

მისივე თქმით, ნატოს საქმიანობა თავდაცვითია და არ უნდათ ახალი ცივი ომი. “ნატო არის სიტყვის დამჭერი ორგანიზაცია, ჩვენ რასაც ვაკეთებთ, საჯაროდ ვაცხადებთ და აღებულ ვალდებულებებსაც პირნათლად ვასრულებთ“, განაცხადა სტოლტენბერგმა და დაამატა, რომ  ნატო ვითარდება ახალი უსაფრთხოებების და გამოწვევების ფონზე რა, მის ფარგლებში ევროპის სამხრეთში და აღმოსავლეთში თავისი ყოფნა გაზარდა.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში და პოლონეთში ნატო-ს ჯარები სრულად ფუნქციონირებენ და რომ ეს ჯარები ნათლად აძლევენ შეტყობინებას-რომელიმე მოკავშირეზე თავდასხმა, ალიანსზე თავდასხმად ჩაითვლება.

“ნატოს მორიგი სამიტი 2018 წელს ბრიუსელში შესდგება და ჩვენ მასზე ყურადღებას გავამახვილებთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჩვენი საერთო თავდაცვის გაძლიერება-განვითარება, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესება აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრთებზე, რუსეთთან ურთიერთობები, ევროკავშირთან თანამშრომლობა და ალიანსის მოდერნიზაცია“, აღნიშნა სტოლტენბერგმა



მსგავსი ინფორმაციები