ტილერსონმა გადადგომა უარჰყო

ტილერსონმა გადადგომა უარჰყო

820588
ტილერსონმა გადადგომა უარჰყო

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა მის მიმართ ბოლო დროს გადადგომის თაობაზე გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მან ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. „ჩემი ერთგულება პრეზიდენტის მიმართ ძლიერია, ჩემი თანამდებობაზე დარჩენის თაობაზე არც ვიცეპრეზიდენტს უთხოვნია, ვინაიდან თანამდებობის დატოვებაზე არასდროს მიფიქრია,“ განაცხადა ტილერსონმა. მან პრესკონფერენციის დროს ასევე ტრამპის მიმართ ასეთი განცხადება გააკეთა: „იგი, ძალიან ჭკვიანია და მისი ქვეყანაც უყვარს. ამერიკის ხალხს და ამერიკას ყოველთვის წინა პლანზე აყენებს. რასაც გააკეთებს მათთვის, აუცილებლად შედეგსაც ითხოვს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციები, რომ თითქოს ჩემსა და ტრამპს შორის ურთიერთობა დაძაბულია, სიმართლეს არ შეესაბამება. ტილერსონის გადადგომის შესახებ, ამერიკულმა ტელეკომპანია NBC-მ გავრცელა ინფორმაცია. ამ საკითხს თვით პრეზიდენტი, ტრამპიც სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით გამოეხმაურა, რა აღნიშნა, რომ ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება და ტელეკომპანია NBC-ს მოუწოდა ამერიკელ ხალხს ბოდიში მოუხადოს.



მსგავსი ინფორმაციები