კარლეს პუჩდემონმა ევროკავშირს ფარისეველი უწოდა

კარლეს პუჩდემონმა ევროკავშირს ფარისეველი უწოდა

820824
კარლეს პუჩდემონმა ევროკავშირს ფარისეველი უწოდა

კატალონიის ადგილობრივი მთავრობის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფარისევლური დამოკიდებულება თურქეთის მაგალითით ახსნა. კარლეს პუჩდემონმა, 1 ოქტომბერს ჩატარებული არაკანონიერი რეფერენდუმით წარმოქმნილი კატალონიის კრიზისი გერმანულ გაზეთთან Bild-თან  მიცემულ ინტერვიუში შეაფასა. „ჩემთვის განმაცვიფრებელი ის გახლდათ, რომ ევროკავშირის (ესპანეთის) პოლიციის მხრიდან რეფერენდუმის დროს გამოყენებულ ძალადობას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ამით ევროპელი ხალხის უფლებები შეილახა. მსგავსის სიტუაცია, თურქეთში, პოლონეთში ან კიდევ უნგრეთში რომ მომხდარიყო ევროკავშირის კრიტიკა სულ სხვა ტონით იქნებოდა“, განაცხადა  პუჩდემონიმ.  მეორეს მხრივ მან    კატალონიის ოფიციალურ სამაუწყებლო ტელეარხ TV3-ით გაკეთებულ მიმართვაში,  ესპანეთის მეფე, ფელიპე VI-ე მილიონობით კატალონიელის იგნორირებაში დაადანაშაულა. მან კატალონიის კრიზისის მოსაგვარებლად კიდევ ერთხელ  საერთაშორისო შუამავლობაზე მიუთითა.



მსგავსი ინფორმაციები