ჩინეთში ორი გემის შეჯახებით დაიკარგა 12 ადამიანი

ჩინეთისთვის განკუთვნილი თევზსაჭერი გემი და ტანკერი, შეეჯახნენ ერთმანეთს

821133
ჩინეთში ორი გემის შეჯახებით დაიკარგა 12 ადამიანი

ჩინეთისთვის განკუთვნილი თევზსაჭერი გემი და ტანკერი, ოკად წოდებული კუნძულების ჩრდილოეთით, საერთაშორისო წყლებში, შეეჯახნენ ერთმანეთს. დაიკარგა 12 ადამიანი.

„Global Times“-ის ინფორმაციით, იაპონიის დასავლეთში მდებარე ოკას კუნძულების 400 კმ ჩრდილოეთით, საერთაშორისო წყლებში ერთმანეთს შეეჯახა 290 ტონა სიმძიმის და 16 ეკიპაჟის წევრით თევზსაჭერი   გემი და 63 ათას 294 ტონიანი „Blight Oil Lucky“ სახელწოდების ტანკერი. კატასტროფაში ჩაიძირა თევზსაჭერი   გემი და ვერავითარი ინფორმაცია ვე მიიღეს 12 ეკიპაჟის წევრის შესახებ.

 ჩინეთის, ოსაკას საკონსულოს საკითხთან დაკავშირებით განცხადებაში აღინიშნა, რომ კატასტროფის შემდეგ, ჩინეთის სასაზღვრო დაცვის ძალებმა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისთვის, დახმარება მოსთხოვეს იაპონიას, რომელმაც შემთხვევის ადგილზე გააგზავნა სამი სამაშველო გემი.



მსგავსი ინფორმაციები