საფრანგეთმა ახალი ანტიტერორისტული კანონი მიიღო

იგი 1 ნოემბრის შემდეგ ამოქმედდება

820064
საფრანგეთმა ახალი ანტიტერორისტული კანონი მიიღო

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა კანონპროექტი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომელიც ამოქმედდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ.
ამ ახალ ანტიტერორისტულ კანონმდებლობაში შევიდა ასევე საგანგებო მდგომარეობის მიერ დაწესებული უფლებამოსილებები და შეზღუდვები.

მიღებული კანონის მიხედვით, სასამართლო ხელისუფლების მრავალი უფლებამოსილებანი გუბერნატორებს გადაეცემა.

ასე რომ, საგანგებო მდგომარეობის შემცველი მრავალრიცხოვანი უსაფრთხოების ზომები, მათ შორის სალოცავების დახურვის, ეჭვმიტანილების მისამართებზე რეიდების, ჩხრეკა-დაკავებების, უსაფრთხოების ზონის გამოცხადების, შინაპატიმრობის და სხვა უსაფრთხოების ღონისძიებები ასახულ იქნებიან ახალ კანონში და მათზე უფლებამოსილები გუბერნატორები იქნებიან.

საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთში, პარიზში, 2015 წლის 13 ნოემბერს განხორციელებული ტერაქტის შემდეგ გამოცხადდა, რასაც 130 ადამიანი ემსხვერპლა.

მას შემდეგ საგანგებო მდგომარეობა 6 ჯერ გაგრძელდა და იგი 1 ნოემბერს დასრულდება

 



მსგავსი ინფორმაციები