ტრამპი ჩრდილოეთ კორეას კიდევ ერთხელ დაემუქრა

ამასთან ერთად ამერიკამ ფხენიანს ახალი სანქციებიც დაუნიშნა

814900
ტრამპი ჩრდილოეთ კორეას კიდევ ერთხელ დაემუქრა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მიიღო ესპანეთის პრემიერმინისტრი მარიანო რაჟოი, რის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს-კონფერენცია მოაწყვეს და მასზე ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არიან ჩრდილოეთ კორეის მიმართ სამხედრო ოპერაციისათვის და მისი სრული განადგურებისათვის.

მანვე ანტიტერორისტულ ბრძოლაში ამერიკასთან აქტიური თანამშრომლობისათვის ესპანეთს მადლობა გადაუხადა.

“ჩვენი მხრიდან ჩრდილოეთ კორეის ელჩის გაძევებისა და ამ ქვეყნის იზოლირების საკითში ჩვენთან ერთად დგომისათვის მადლობას ვუხდი ესპანეთს და მის ხელისუფლებას“, განაცხადა ტრამპმა.

მისვე თქმით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვულმა პროგრამამ მთელი მსოფლიო დააშინა და ამიტომ ამ ქვეყნის ბირთვული განიარაღების საკითხში ყველა ქვეყანამ მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს ამერიკას.

ტრამპმა  ფხენიანთან სავაჭრო ურთიერთობების შეზღუდვისა და მასთან საბანკო ურთიერთობების მთლიანად შეწყვეტის გამო ჩინეთსაც მადლობა გადაუხადა.

ამ დროს ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა კიდევ 8 ჩრდილოეთ კორეულ ბანკს და მის 26 მოქალაქეს



მსგავსი ინფორმაციები