ბირთვული შეთანხმების დამრღვევი პირველი ირანი არ იქნება

ბირთვული შეთანხმების დამრღვევი პირველი ირანი არ იქნება

811311
ბირთვული შეთანხმების დამრღვევი პირველი ირანი არ იქნება

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმების დამრღვევი პირველი მათ არ იქნებიან, მაგრამ ვინც მას პირველად დაარღვევს, შესაბამის პასუხს აუცილებლად გასცემენ. მან ამის შესახებ, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ არავის ვემუქრებით და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენ დაგვემუქრონ. ჩვენი სიტყვა, სიტყვაა მუქარის და დაშინების პოლიტიკით არ ვიმოქმედებთ. ეს შეთანხმება საერთაშორისო საზოგადოებას ეკუთვნის და არა  ერთ ქვეყანას,“ განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. 2015 წელს ირანსა და P5+1 (აშშ, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი და გერმანია) ქვეყნებმა ორ წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ ირანთან ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმება, თეირანს ბირთვული პროგრამის შეკვეცას ავალდებულებს, სანაცვლოდ კი მის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების შემსუბუქებას ითვალისწინებს. როჰანიმ, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ისრაელის შესახებაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა: „ბანდიტი ისრაელი, ბირთვული იარაღით რეგიონს და გლობალურ უსაფრთხოებას  უქმნის საფრთხეს და ამ ყველაფერს საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით ახორციელებს, მაგრამ საკუთარ თავს თითქოს და მშვიდობის მომხრე ქვეყანაა ისე წარადგენს რა, სხვებს ლექციებს უკითხავს, ეს კი ნამდვილად მიუღებელია.“



მსგავსი ინფორმაციები