ირანის პრეზიდენტიც დაიმუქრა

“აშშ მეტად მძიმე საფასურს გადაიხდის“

810087
ირანის პრეზიდენტიც დაიმუქრა

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიების ეგიდით ნიუ ორკში მყოფმა ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ CNN-ის ტელეარხისათვის გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ თუ აშშ-ი ირანთან ხელმოწერილ ბირთვულ შეთანხმებაზე უარს იტყვის, მაშინ, იგი “მეტად მძიმე საფასურს“ გადაიხდის.

“ეს საფასური იმდენად მძიმე იქნება, რომ არა მგონია ამერიკამ მოინდომოს მისი გადახდა. თანაც მასზე უარის თქმა მეტად მძიმე დარტყმას მიაყენებს ვაშინგტონის საერთაშორისო პრესტიჟს და სანდოობასაც დაკარგავს“, განაცხადა რუჰანიმ.   



მსგავსი ინფორმაციები