აშშ-ისრაელი საერთო ბაზა

აშშ-მა, ისრაელის სამხრეთით, ნეგევის უდაბნოში, ისრაელთან შექმნა საერთო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზა

809680
აშშ-ისრაელი საერთო ბაზა

აშშ-მა, ისრაელის სამხრეთით, ნეგევის უდაბნოში, ისრაელთან შექმნა საერთო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზა, რომლის   გახსნითი ცერემონიის შესახებ განაცხადა ისრაელის მეორე ტელე-არხის მეშვეობით, ამ ქვეყნის სარაკეტო თავდაცვის სარდლობის გენერალმა ზვიკა ჰიმავიჩმა და დაამატა, რომ ამერიკელ მეგობრებთან ერთობლივად, პირველად გააშენეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზა. ამერიკულმა დროშებმა უკვე დაიწყეს სამხედრო ბაზაზე ფრიალი. იგი არ არის მიმართული რაიმე განსაზღვრული ღონისძიების, ანდა პოტენციური საფრთხის გამოწვევისადმი. პირიქით, იგი არის, 2014 წლის ღაზის ომისგან მიღებული „გაკვეთილის“ და დაზვერვის მოხსენებების ფარგლებში, სამომავლოდ შესაძლო რისკების კომბინაცია.

ზვიკა ჰიმავიჩის განცხადებით,  მათ გარეშემო მრავალი მტერია. მან დეტალური ინფორმაცია არ გაავრცელა, ქვეყნის სამხრეთით გაშენებული, საერთო სამხედრო ბაზის შესახებ.

საყურადღებოა, აშშ-ის და ისრაელის საერთო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზის შესახებ განცხადების გავრცელება, გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგ 72-ე სხდომაზე, მონაწილეობის მიზნით, ნიუ-ორკში მყოფ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს და აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის შეხვედრის წინ.



მსგავსი ინფორმაციები