მიანმარში 25 აგვისტოდან დღემდე სულ ცოტა სამი ათასი მუსლიმანი მოკლეს

მიანმარში 25 აგვისტოდან დღემდე სულ ცოტა სამი ათასი მუსლიმანი მოკლეს

804498
მიანმარში 25 აგვისტოდან დღემდე სულ ცოტა სამი  ათასი მუსლიმანი მოკლეს

მიანმარის არმიის მხრიდან შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის საფუძველზე გასული თვის 25 რიცხვიდან დაწყებული მიმდინარე თავდასხმების შედეგად სულ ცოტა სამი ათასი მუსლიმანი იქნა მოკლული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, ბანგლადეში საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰასან მაჰმუდ ალიმ ქვეყნის დედაქალაქ, დაკაში უცხო ქვეყნის დიპლომატებთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა. მაჰმუდ ალიმ დიპლომატებთან შეხვედრის დროს, არაკანელ მუსლიმანებზე უფრო მეტი დახმარების გაწევის საჭიროებაზეც გაამახვილა ყურადღება. არაკანში მიმდინარე მოვლენების დროს ქვეყნის არმიამ და ბუდისტებმა მუსლიმანების სოფლები მთლიანად გაანადგურეს. ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის მიზნით, გაქცეული არაკანელი მუსლიმანები, ბანგლადეშს აფარებენ თავს. გაეროს მონაცემებით 25 აგვისტოდან დღემდე 270 ათასმა არაკანელმა მუსლიმანმა შეაფარა თავი ბანგლადეშს.



მსგავსი ინფორმაციები