ისლამური სამყარო დიდ იმედებს ამყარებს თურქეთზე

ისლამურ სახელმწიფოებში მიმდინარე ომების და ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ,  თურქეთის გარდა, არც ერთი ქვეყანა არ იმაღლებს ხმას

805040
ისლამური სამყარო დიდ იმედებს ამყარებს თურქეთზე

ისლამური სამყარო დიდ იმედებს ამყარებს თურქეთზე.

ინდოეთში მოქმედი, ჯემაათი ისლამი თელენგანას და ოდისიას  პროვინციის ლიდერის ჰამიდ მუჰამედ კჰანის, ანადოლუს სააგენტოსთვის განცხადებით, ისლამურ სახელმწიფოებში მიმდინარე ომების და ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ,  თურქეთის გარდა, არც ერთი ქვეყანა არ იმაღლებს ხმას.

მადლობას უცხადებენ თურქეთს, პალესტინის, ღაზის და მესჯიდი აქსასთვის მიცემული მხარდაჭერის გამო.

თურქეთი ისლამური სამყაროს ლიდერია და ბევრ რამეს ელიან მისგან. ლოცულობენ და ალაჰს შესთხოვენ, რათა თურქეთი უფრო გაძლიერდეს და შეინარჩუნოს თავისი ლიდერობა ისლამურ სამყაროში. იწონებენ და აფასებენ თურქეთის ძალისხმევას.

ინდოეთის ისლამური აღმასრულებელი საბჭოს წევრის აბდულ ჯაბარ სიდიკის განცხადებით, თურქეთს ლიდერად მიიჩნევენ და ლოცულობენ მისთვის. ამაყობენ თურქი ხალხით.  ისინი არიან მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ხალხი, რომლებიც იზიარებენ მსოფლიო მუსლიმანების მწუხარებას-თქვა მან.



მსგავსი ინფორმაციები