აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს

აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს

800646
აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან ჩრდილოეთ კორეის შესაძლო საფრთხეს, მათ შორის აშშ-ს მოკავშირეებზე, სამხედრო ძალის მასშტაბური გამოყენებით გასცენ პასუხი. მან ამის შესახებ თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. „აშშ-ზე და მის ტერიტორიებზე, მათ შორის გუამის კუნძულზე ან აშშ-ს მოკავშირეებზე მიმართულ ნებისმიერ საფრთხეს სამხედრო პასუხი გაეცემა. პასუხი როგორც ეფექტური, ასევე ყოვლისმომცველი იქნება“, განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა. მატისმა პრესკონფერენციის დროს ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა ვალდებულია გაეროს უშიშროების საბჭოს კრიტერიუმებს დაემორჩილოს. ჩრდილოეთ კორეის ასეთ უპასუხისმგებლო ქმედებებს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კორეის სავაჭრო პარტნიორების მიმართ სანქციების დაწესებას აპირებენ. მეორეს მხრივ აშშ-მ, იაპონიამ, საფრანგეთმა, ინგლისმა და სამხრეთ კორეამ, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან წყალბადის ბომბის გამოცდის შემდეგ გაეროს, საგანგებო შეკრებისკენ მოუწოდა. ჩრდილოეთ კორეის გუშინდელ ქმედებას,  საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს პრეზიდენტი, იუკია ამანოც გამოეხმაურა და ფაქტს სამწუხარო უწოდა. ჩრდილოეთ კორეის წყალბადის ბომბის გამოცდა, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმაც მკაცრად დაგმო.



მსგავსი ინფორმაციები