იემენი თავსხმა წვიმები

იემენში, ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილ ნიაღვრებში დაღუპულთა რაოდენობამ 14-ს მიაღწია

799352
იემენი თავსხმა წვიმები

იემენში, ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილ ნიაღვრებში დაღუპულთა რაოდენობამ 14-ს მიაღწია.

ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთის ლაჰიჯის პროვინციასთან დაკავშირებულ მუქათარას რაიონში, თავსხმა წვიმების შედეგად წარმოქმნილ ნიაღვრებსა და დატბორვებში დაღუპულებს შორის არიან ქალები და ბავშვებიც. მოწმეთა ჩვენებით, ნიაღვრების გამო, გადაიკეტა მუქათარასა და ადენს შორის ერთად-ერთი გადასასვლელი მთავარი სატრანსპორტო გზა.

წყალდიდობის რეგიონი არის კომპაქტურად დასახლებული ადგილი. ადგილობრივი მკვიდრის კუბათის განცხადებით, ძლიერი წვიმა გუშინ, დილის საათებიდან მოყოლებული გაგრძელდა. 20 წელია არ უნახავთ მსგავსი წვიმა. ნიაღვარმა წაითრია 15 სატვირთო და 5 სატრანსპორტო ავტო-მანქანა.



მსგავსი ინფორმაციები