2017 წლის 6 თვეში თავშესაფრის მაძიებლებზე განხორციელდა 324 თავდასხმა

წინა წელთან შედარებით შემცირდა რასისტული თავდასხმები მაგრამ, იგი ჯერ ისევ მაღალ დონეზეა და არის გამომწვევი ინიციატივა

784824
2017 წლის 6 თვეში  თავშესაფრის მაძიებლებზე განხორციელდა 324 თავდასხმა

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მემარცხენე პარტიის კითხვების საპასუხოდ აღინიშნა, რომ 2017 წლის პირველ სამ თვეში თავშესაფრის მაძიებლებზე განხორციელდა 318, მეორე სამ თვეში კი, 324 შეურაცხმყოფელი თავდასხმა, სულ 642 თავდასხმაში დაშავდა 123 ადამიანი.

ასევე აღინიშნა, რომ იანვარ-ივნისის პერიოდში ადამიანების გარდა, 153 თავდასხმა განხორციელდა თავშესაფრის მაძიებელთა სამოსახლოებზე.

მემარცხენე პარტიის დეპუტატმა ულლა ჟელპკემ გამოკვეთა, რომ წინა წელს, იმავე პერიოდში, თავშესაფრის მაძიებლებზე განხორციელდა 500-ზე მეტი თავდასხმა.  მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით შემცირდა რასისტული თავდასხმები მაგრამ, იგი ჯერ ისევ მაღალ დონეზეა და არის გამომწვევი ინიციატივა. თავშესაფრის მაძიებლები  ყოველ დღე, ჯერ ისევ ნაცისტების და რასისტების მუქარის ქვეშ არიან.



მსგავსი ინფორმაციები