ისრაელმა უკან დაიხია

ისრაელმა უკან დაიხია

778387
ისრაელმა უკან დაიხია

ისრაელის პოლიციამ მესჯიდი აქსას შესასვლელ კარებთან რკინის მოაჯირები ასწია. ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ორი დღის წინ მესჯიდი აქსას შესასვლელში ელექტრონული დეტექტორები მოხსნა, ხოლო გუშინ საღამოს რკინის მოაჯირების ასწია, რის შემდეგაც პალესტინელებმა ეს ქმედება ზეიმით აღნიშნეს. ამ საკითხთან დაკავშირებით მესჯიდი აქსას ფონდის მუფთმა ომარ ქისვანიმ პრესის წარმომადგენლებთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „მესჯიდი აქსაში კვლევისათვის მივლინებული ტექნიკური ჯგუფის სამუშაოს დასრულებას ველოდებით. აქსაში შესვლასთან დაკავშირებით ნაადრევი ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ.“ მეორეს მხრივ,  მესჯიდი აქსას ესბატის კარებთან მომლოცველ პალესტინელებზე ისრაელის სამხედროებმა თავდასხმა განახორციელეს რა დროსაც ორი პალესტინელი დაშავდა. მესჯიდი აქსაში 14 ივლისს მომხდარი არეულობის დროს 3 პალესტინელი და 2 ებრაელი პოლიციელი დაიღუპნენ, რის შემდეგ მხარეებს შორის დაძაბულობა გაიზარდა და პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის ყოველდღიურად შეტაკებები ხდება.  ამ მოვლენების შემდეგ, ისრაელმა მესჯიდი აქსაში ღვთისმსახურება აკრძალა და ჰარემი შერიფის ორ შესასვლელში 16 ივლისს    ელექტრონული დეტექტორები დაამონტაჟა, რომლებიც ორი დღის წინ  მოხსნა. 



მსგავსი ინფორმაციები