საპროტესტო აქციები პოლონეთში

საპროტესტო აქციები პოლონეთში

774933
საპროტესტო აქციები პოლონეთში

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, მთავრობის მხრიდან  სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა. „სასამართლოების დაცვის სახელით“ ასეთი ლოზუნგით გამართული აქცია დედაქალაქ ვარშავის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებშიც გაიმართა. დემონსტრანტები მმართველი, „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაიძახოდნენ. ადვოკატი კაჩინსკი აცხადებს, რომ პოლონეთის სასამართლო სისტემა კომუნისტური წყობიდან არის შემორჩენილი და მასში რადიკალური ცვლილებებია განსახორციელებელი. აღნიშნული ცვლილებების ასამოქმედებლად პრეზიდენტ, ანდრჟეი დუდას ხელმოწერაა საჭირო, მაგრამ ზოგიერთების აზრით სავარაუდოდ პრეზიდენტი  ამ კანონმდებლობის ცვლილებებზე ვეტოს უფლებას გამოიყენებს. ოპოზიციური პარტიები და დემონსტრანტები აცხადებენ, რომ აღნიშნული სასამართლო რეფორმით,  მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და უფლებამოსილების დაყოფის პრინციპი დაირღვევა. პოლონეთში კანონისა და სამართლიანობის პარტიის სასამართლო რეფორმის მოთხოვნას, ევროკავშირის მხრიდანაც კრიტიკა მოჰყვა.



მსგავსი ინფორმაციები