ტრამპმა მოსულის განთავისუფლება მიულოცა ერაყელებს

მან მოსულის განთავისუფლება ღრმა და ხანგრძლივი კოშმარიდან გაღვიძებას შეადარა

768421
ტრამპმა მოსულის განთავისუფლება მიულოცა ერაყელებს

ერაყის არმიის მხრიდან ამ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის DEAŞ-ის ძალებისგან გათავისუფლების კვალდაკვალ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წერილობითი განცხადება გაავრცელა და მოსულის განთავისუფლება ღრმა და ხანგრძლივი კოშმარიდან გაღვიძებას შეადარა რა, ეს გამარჯვება მიულოცა ერაყის პრემიერ ჰაიდარ ელ-აბადის და მთელ ერაყელ ხალხს. “DEAŞ-მა ერთ დროს მოსულში ხალიფატიც კი გამოაცხადა, ახლა კი ერაყშიც და სირიაშიც სულს ღაფავს და ბოლო დღეებს ითვლის. ჩვენ გავაგრძელებთ კოალიციისადმი დახმარებებს და ყველანაირ მცდელობებს ამ ტერ ორგანიზაციის სრული განადგურებისთვის, რადგან, ისინი ჯერ კიდევ ბოგინებენ ერაყის და სირიის სხვადასხვა ტერიტორიებზე“, ხაზგასმულია ტრამპის განცხადებაში. მოსულის განთავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ასევე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა და აღნიშნა, რომ ერაყის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობის დაბრუნებისთვის ყველანაირ მხარდაჭერას აღმოუჩენენ გაეროს და ბაღდადს  



მსგავსი ინფორმაციები