ტილერსონი ახლო აღმოსავლურ ტურნეს აგრძელებს

დღეს იგი დოჰაში იმყოფებოდა და აქედან რიადს გადავა

768737
ტილერსონი ახლო აღმოსავლურ ტურნეს აგრძელებს

კატარის კრიზისის დიალოგის გზით მოგვარების მიზნით აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლურ ტურნეს აგრძელებს.

იგი 9 ივლისს თურქეთს ეწვია და აქ ერდოღანთან და თავის თურქ კოლეგა ჩავუშოღლუსთან დასრულებული შეხვედრების შემდეგ კუვეიტს ეწვია, სადაც იგი ამ ქვეყნის ემირმა, შეიხ საბაჰმა მიიღო.

კუვეიტიდან ტილერსონი დღეს კატარში გადავიდა და აქ დასრულებული შეხვედრების შემდეგ პრეს კონფერენცია გამართა, რომელზედაც თქვა, რომ კატარი სხვა მეზობელ არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობებში თავის პოზიციაში არის ძალიან ნათელი დამოკიდებულების, რაც მისი აზრით მეტად გონივრულს წარმოადგენს.

ამერიკელი დიპლომატი კატარიდან საუდის არაბეთს ეწვევა და იქ გააგრძელებს შეხვედრებს



მსგავსი ინფორმაციები