სპარსეთის ყურეში დაძაბულობა იზრდება

კატარი მოძმე არაბებს ეურჩება

764778
სპარსეთის ყურეში დაძაბულობა იზრდება

საუდის არაბეთის ტელეარხ ელ-არაბიეს ცნობით, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადილ ელ-ჯუბეირიმ ქალაქ ჯიდდეში მიიღო  შუამავალ კუვეიტის სახელმწიფო მინისტრი კაბინეტის საკითხებში, მუჰამმედ აბდულლაჰ ელ-საბაჰი და ამ უკანასკნელმა კატარის ხელისუფლების წერილობითი პასუხი გადასცა ელ-საბაჰს.

ელ-არაბიე არავითარ ინფორმაციას არ იძლევა ამ პასუხის შინაარსის შესახებ, თუმცა ულტიმატუმის წარმდგენი 4 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს კაიროში შეიკრიბებიან და კატარის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავენ.  

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, კატართან დიპლომატიური ურთიერთობების გამწყვეტმა ოთხმა არაბულმა სახელმწიფომ დოჰას 13 მუხლისაგან შემდგარი ულტიმატუმის პაკეტი გადასცა, რომელშიც კატარისგან მათ ტერიტორიაზე მოქმედი თურქული სამხედრო ბაზის დახურვას, ირანთან ყველანაირი ურთიერთობების გაწყვეტას, ელ-ჯეზირეს ტელეარხის დახურვას და სხვა მოთხოვნებს უყენებენ და დოჰამ პირველსავე დღეს განაცხადა, რომ ამ პაკეტს არ მიიღებდა   



მსგავსი ინფორმაციები