ჩინეთი წყალდიდობას ებრძვის

დაიღუპა 16 კაცი

764454
ჩინეთი წყალდიდობას ებრძვის

 

მსოფლიოს ერთ ნაწილში თუ სიცხეს და გვალვას, მეორე ნაწილში კოკისპირულ წვიმებს და წყალდიდობებს ებრძვიან.

ასე მაგალითად, ჩინეთიდან მიღებული ცნობებით, ამ ქვეყანაში უკვე 16 ადამიანი ემსხვერპლა წყალდიდობას, 600 სახლი წყლის ქვეშ დარჩა, 6500 სახლი კი მძიმედ დაზარალდა, უსაფრთხო ადგილებში ევაკუაცია გაუკეთეს 100 ათასამდე კაცს. ხელისუფლების განცხადებით წყლის დონე 60 მდინარეში ზღვარს ზემოთა აწეული და ამიტომ ზოგიერთ რეგიონებში განგაშის ყვითელი დონეა გამოცხადებული.

ამავე ცნობით მიღებულმა მატერიალურმა ზარალმა უკვე 428 მილიონ დოლარს გადააჭარბა



მსგავსი ინფორმაციები