მეის ახალ კაბინეტს ნდობა გამოუცხადეს

კენჭისყრაზე 309 უარყოფითი, 323 დადებითი ხმა მისცეს

761894
მეის ახალ კაბინეტს ნდობა გამოუცხადეს

ბრიტანეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მხრიდან შექმნილ ახალ, უმცირესობის მთავრობას ნდობა გამოუცხადა და თემთა პალატაში კენჭისყრის დროს 309 დეპუტატმა უარყოფითი, ხოლო 323 კი დადებითი ხმა მისცა.

მეის მთავრობას გარედან მხარი დაუჭირა ჩრდილოეთ ირლანდიის რადიკალური მემარჯვენე დემოკრატიული ერთიანობის პარტიამ.

როგორც ცნობილია 8 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მეის კონსერვატორების პარტიამ 650 სავარძლიან პარლამენტში 317 ადგილი მოიპოვა და პირველ ადგილზე გავიდა. 

მაგრამ, ეს არ ჰყოფნიდა ახალი კაბინეტის მარტოდ მარტო  შექმნისათვის და ამიტომ ჩრდილოეთ ირლანდიის პარტიის 10 დეპუტატის მხარდაჭერით შექმნა ახალი მთავრობა, თუმცა ისინი არ შევლენ კოალიციაში რა, ამ შეთანხმების გამო ჩრდილოეთ ირლანდია მეის მთავრობისგან მომავალი 2 წლის განმავლობაში 1 მილიარდი სტერლინგის ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს  



მსგავსი ინფორმაციები