ალბანეთის არჩევნების გამარჯვებული ცნობილია

სოციალისტებმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვეს

760369
ალბანეთის არჩევნების გამარჯვებული ცნობილია

კვირას, 25 ივნისს, ალბანეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების არაოფიციალური შედეგებით, პრემიერმინისტრ ედი რამას სოციალისტურმა პარტიამ ხმების 48,33%-ით პირველი ადგილი დაიკავა და 140 სავარძლიან პარლამენტში 74 ადგილი მოიპოვა.

მეორე ადგილზე ხმების 28,81%-ით დემოკრატიული პარტია გავიდა და მას ახალ პარლამენტში 43 დეპუტატი ეყოლება, ხოლო მესამეზე სოციალისტური ერთიანობის მოძრაობა გავიდა რა, მას 19 პარლამენტარი ეყოლება.

არჩევნების აქტივობა 50%-ის ქვემოთ დაფიქსირდა.

გამარჯვებული პარტიის მხარდამჭერები დედაქალაქ ტირანას ცენტრალურ, ისკენდერ ბეის მოედანზე შეიკრიბნენ და მათ წინაშე სიტყვით გამოსულმა პრემიერმა ედი რამამ თქვა, რომ ხალხმა თავის არჩევანი გააკეთა და კიდევ ერთხელ ნდობა გამოუცხადა მის პარტიას, ამიტომაც ყველანაირად ეცდებიან ამ ნდობის გამართლებას   



მსგავსი ინფორმაციები