ტერორის პანიკა ბრიუსელის მატარებლის სადგურში

ეჭვმიტანილი გაუვნებელყოფილ იქნა

756756
ტერორის პანიკა ბრიუსელის მატარებლის სადგურში

ბელგიისა და ევროკავშირის დედაქალაქ ბრიუსელში კვლავ ტერორის პანიკა მოხდა.

პირი, წელზე შემორტყმული ასაფეთქებელი მოწყობილობით,  ბრიუსელის ცენტრალური მატარებლის სადგურში შევიდა.

ეს შეამჩნიეს ჯარისკაცებმა და შეჩერება მოსთხოვეს, მაგრამ, ეჭვმიტანილმა ამ დროს ბომბის აფეთქება სცადა რა, ჯარისკაცებმა შესძლეს მისი უვნებლად განიარაღება.

თუმცა, ამ დროს სადგურის შიგნით აფეთქების ხმა გაისმა, რის გამოც ჯარისკაცებმა და პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გაზარდეს, სადგურის გარშემო არსებული გზები მიმოსვლისათვის გადაკეტეს, ხოლო შესაძლო სხვა ბომბის არსებობის ეჭვით, სადგურის და მისი მიდამოების დეტალური ჩხრეკა მოახდინეს.

ოპერაციის დროს ეჭვმიტანილის გარდა არავინ არ დაშავებულა.

ბელგიის ფედერალურმა პროკურატურამ ამ შემთხვევას ტერორისტულის კვალიფიკაცია მისცა, ხოლო ეჭვმიტანილის ვინაობის შესახებ რაიმე ინფორმაცია არ gaუთქვია.

როგორც ცნობილია გასულ წელსö ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტის და მაებეეკის მეტროს სადგურში მომხდარ ტერაქტებს 32 ადამიანი ემსხვერპლა    



მსგავსი ინფორმაციები