ლონდონელ მუსლიმანებზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

იგი 47 წლის ინგლისელი აღმოჩნდა

756043
ლონდონელ მუსლიმანებზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

ლონდონში, მეჩეთიდან გამოსულ მუსლიმანებზე ავტომანქანით  თავდასხმის განმახორციელებლის ვინაობა დადგინდა. იგი აღმოჩნდა 47 წლის, 4 შვილის მამა, ინგლისელი დერინ ოსბორნე. მან, როგორც ცნობილია გუშინ წინ, ლონდონის ფინსბურის პარკთან მოქმედი მეჩეთიდან გამოსულებს და ტროტუარზე მიმავალ მუსლიმანებს თავის ავტომანქანა დააჯახა, რის შედეგადაც 1 კაცი დაიღუპა, 9 დაიჭრა. თვითმხილველთა ცნობით, იგი თავდასხმამდე ყვიროდა, რომ მუსლიმანებს დახოცავდა. თავდამსხმელი ადგილზევე დააკავეს და ახლა სასამართლოზე წარსდგება. ანკარამ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში მკაცრად დაგმო ეს თავდასხმა



მსგავსი ინფორმაციები