მავრიტანიაც კატარის მოწინააღმდეგეთა რიგებს შეუერთდა

ამით დოჰასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა 8 არაბულმა სახელმწიფომ

747264
მავრიტანიაც კატარის მოწინააღმდეგეთა რიგებს შეუერთდა

იმ ქვეყნების რიგებს, რომლებმაც კატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს, მავრიტანიაც შეუერთდა.

როგორც ამ ქვეყნის საინფორმაციო სააგენტო AMI-მ განაცხადა, იმის გამო, რომ კატარი დაჟინებით აგრძელებს ამჟამინდელ პოლიტიკას, ამიტომაც მასთან დიპლომატიურ კავშირს წყვეტენ.

მავრიტანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, მათი ისლამური რესპუბლიკა არაბთა ინტერესების დაცვის საკითხში ყოველთვის მყარ პოზიციას იკავებს, როცა მათ საწინააღმდეგოდ კატარი არაბულ ქვეყნებში არეულობების, არასტაბილურობის და დესტაბილიზაციის შეტანას ცდილობს.

დოჰასთან დიპლომატიური ურთიერთობების გამწყვეტ ქვეყნებში მოქმედ კატარის დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებს 48 საათი მისცეს მათი ტერიტორიების დატოვებისათვის, ხოლო კატარელ მოქალაქეებს კი 14 დღე.

უკანასკნელი ცნობებით, იორდანიამ კატარული ტელეარხ   El Cezire-ს ამანში მოქმედი ოფისიც დახურა.

მაროკომ კი თავისი თვითმფრინავების დოჰას აეროპორტიდან მიმდინარე სატრანზიტო ფრენებიც შეაჩერა



მსგავსი ინფორმაციები