ისრაელის მხრიდან პალესტინის ოკუპაცია დანიაში გააპროტესტეს

ისრაელის მხრიდან პალესტინის ოკუპაცია დანიაში გააპროტესტეს

745629
ისრაელის მხრიდან პალესტინის ოკუპაცია დანიაში გააპროტესტეს

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში  ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ გამართული „ოკუპაციის წინააღმდეგ კონცერტი“, რომელზეც ისრაელის მხრიდან პალესტინის   ტეროტორიების ოკუპირება იქნა გაპროტესტებული, დიდი ყურადღება მიიპყრო. აღნიშნულ კონცერტზე ათი სხვადასხვა მუსიკოსი და მუსიკალური ჯგუფები გაერთიანდნენ. საქველმოქმედო ორგანიზაცია Mellemfolkeligt Samvirke-ს გენერალური მდივნის,  ტიმ  ვჰიტეს თქმით, ისრაელი  უკვე 50 წელია პალესტინელების უფლებებს სისტემატურად არღვევს.  მან ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერი ნათელია და საჭიროა დროულად დასრულდეს მათი  ასეთი პოლიტიკა.  აღნიშნულ კონცერტს როგორც სამოქალაქოები ასევე პოლიტიკოსებიც დაესწრნენ. დანიაში ასევე მომავალ კვირას, ისრაელის მხრიდან პალესტინის ტერიტორიების ოკუპაციის 50-ე წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა პარტიების მხრიდან  პარლამენტის შენობასთან აქციაა დაანონსებული.  



მსგავსი ინფორმაციები