დიდი დაძაბულობა სპარსეთის ყურეში

დიდი დაძაბულობა სპარსეთის ყურეში

746166
დიდი დაძაბულობა სპარსეთის ყურეში

საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, გაერთიანებულმა არაბულმა საემიროებმა, ბაჰრეინმა, იემენმა, ლიბიამ და მალდივებმა კატართან ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტა. ამ ქვეყნებმა კატართან საზღვაო და საჰაერო საზღვარიც ჩაკეტა.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებაში ნათქვამია: „დოჰას მიერ ღიად და საიდუმლოდ ჩადენილი სერიოზული დარღვევების, ტერორგანიზაციების შეფარებით ტერორის მხარდაჭერის, პრესაში ტერორგანიზაციების პროპაგანდის, კატიფის პროვინციაში ირანთან კავშირში მყოფი ტერაქტების მხარდაჭერის, ექსტრემისტების შეფარების, იემენში ჰუსიტი მილიტანების მხარდაჭერის შემდეგ საჭირო გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.“

განცხადებაში ნათქვამია, რომ საუდის არაბეთის მოქალაქეების კატარში გამგზავრება და ქვეყანაში მუდმივი ბინადრობით კატარელი მოქალაქეების საუდის არაბეთში წასვლა და ტრანზიტული აეროპორტების გამოყენება იკრძალება.

საუდის არაბეთში მყოფი კატარის მოქალაქეებმა უსაფრთხოებისათვის 14 დღეში ქვეყანა უნდა დატოვონ და ურთიერთობების გაწყვეტა გავლენას არ იქონიებს ჰაჯსა და უმრეზე (პილიგრიმობა) გასამგზავრებელ კატარელებზე. 

გაერთიანებული არაბული საემიროების ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ენა“-ს მიერ გავრცელებულ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კატართან ყველანაირ დიპლომატიურ კავშირს წყვეტენ, ქვეყანაში მყოფმა კატარელმა დიპლომატებმა 48 საათში, კატარის მოქალაქეებმა კი 14 დღეში საჭიროა გაერთიანებული არაბული საემიროები დატოვონ, ხოლო თავიანთ მოქალაქეებს კი კატარში გამგზავრებას უკრძალავენ.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი “მტრული პოზიციის“ გამო ეგვიპტე კატართან დიპლომატიურ კავშირებს წყვეტს.

ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კატართან ყველა სახის დიპლომატიურ კავშირებს წყვეტენ. ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინტერნეტ გერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაჰრეინმა დოჰაში მყოფი დიპლომატიური მისიები გამოიწვია და კატარელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათს აძლევენ.

ამავდროულად, კატარი, საუდის არაბეთის ლიდერობით იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ შექმნილი საერთაშორისო კოალიციიდან გავიდა. საუდის არაბეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო სპა-ს მიერ გავრცელებული კოალიციის სარდლობის განცხადების მიხედვით, საერთაშორისო კოალიციამ „იემენში ტერორიზმის გაძლიერებისა და მეამბოხე შეიარაღებულ დაჯგუფებებთან კავშირების გამო“ კატარის კოალიციიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

4 ქვეყნის მიერ კატართან დიპლომატიური კავშირების შეწყვეტის შემდეგ მსგავსი ნაბიჯი იემენმაც გადადგა. იემენმა ასევე მხარი დაუჭირა კატარის საერთაშორისო კოალიციიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას.

კატარის მხრიდან საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიხ მუჰამედ ბინ აბდურაჰმანმა და აღნიშნა, რომ მწუხარებას გამოთქვამენ უსამართლოდ მიღებული გადაწყვეტილების გამო.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა კი მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საჭიროა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭო არ დაიშალოს.

 


საკვანძო სიტყვები: #კატარი , #სპარსეთის ყურე

მსგავსი ინფორმაციები