გაეროს მოწოდება ჩრდ. კორეას

ბალისტიკური რაკეტების ტესტირება საშიშროებას უქმნის რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას

737267
გაეროს მოწოდება ჩრდ. კორეას

გაერომ, ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა, ბირთვული მოლაპარაკებებისთვის გზის გასახსნელად  შეწყვიტოს ბალისტიკური რაკეტების ტესტირება.

გაეროს გენერალურმა მდივანმა სტეფან დუჟარიკმა, ყოველდღიურ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების ტესტირება საშიშროებას უქმნის რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას. ხოლო იმისათვის, რომ შესაძლებლობა შეექმნას შინაარსიანი დიალოგის ხელახლა დაწყებას, ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებენ შეწყვიტოს რაკეტების ტესტირება.

გაეროს უშიშროების საბჭო კი, აშშ-ის, იაპონიის და სამხრეთ კორეის მოთხოვნის საფუძველზე, ჩრდილოეთ კორეის უკანასკნელი ბალისტიკური რაკეტის ტესტირების ირგვლივ დღეს ჩაატარებს დახურულ სხდომას.

გაეროს უშიშროების საბჭო, ბირთვული პროგრამის გამო, 2006 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა სახის სამხედრო და ეკონომიკურ სანქციებს ახორციელებს ჩრდილოეთ კორეის მიმართ. აშშ-ი კი, მოითხოვს გაუზარდონ ჩრდილოეთ კორეას სანქციები. ჩრდილოეთ კორეა გამოთქვამს იდეას, რომ ბალისტიკური რაკეტების ტესტირება ხდება „თავდაცვის მიზნით“.

ჩრდილოეთ კორეას გავრცელებული ჰქონდა განცხადება, რომ კვირას, წარმატებით მოახდინა საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის ტესტირება.


საკვანძო სიტყვები: #გაერო , #ჩრდილოეთი , #კორეა , #რაკეტა

მსგავსი ინფორმაციები