ტრამპი სიტყვით გამოვიდა ისლამური სამყაროს სამიტზე

მან თეირანი დაადანაშაულა ახლო აღმოსავლეთის ნგრევასა და ქაოსში

736472
ტრამპი სიტყვით გამოვიდა ისლამური სამყაროს სამიტზე

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი საზღვარგარეთული ტურნე საუდის არაბეთში განახორციელა და ამ ქვეყნის მეფე აბდულაზიზთან ერთად მონაწილეობა მიიღო რიადის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ორგანიზებულ სამიტში სახელწოდებით: “აშშ-არაბული და ისლამური ქვეყნების უმაღლესი შეხვედრა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 50-ზე მეტმა ისლამურმა სახელმწიფომ.

აქ წარმოთქმულ სიტყვაში ტრამპმა თქვა, რომ მსოფლიოს უკეთესი მომავლისათვის ყველას საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებულ პარტნიორობას სთავაზობს. მისივე თქმით ახლო აღმოსავლეთში რადიკალიზმის აღმოფხვრის მიზნით, მისი ქვეყანა ძველ მეგობრობას აღადგენს, ხოლო მშვიდობის გამყარებისათვის კი ახალ პარტნიორებს მოძებნის.

“ყველა ქვეყანა უნდა შეებრძოლოს მის ტერიტორიაზე მოქმედ ტერორიზმს და ეს ბრძოლა უნდა დაემსგავსოს ცუდისა და კარგის ბრძოლას“, აღნიშნა ტრამპმა და დაამატა, რომ საუკუნეების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში ერთად თანაცხოვრობენ მუსლიმანები, ქრისტიანები და ებრაელები რა, უნდა გაამყარონ ერთმანეთისადმი პატივისცემა და შემწყნარებლობა.

სირიის საკითხზე საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ რეგიონში მშვიდობის აღდგენისათვის მთლიანად უნდა გაანადგურონ DEAŞ-ი, რისთვისაც ერთმანეთთან აქტიური თანამშრომლობა მართებთ.

მანვე ირანის ლიდერები დაადანაშაულა ახლო აღმოსავლეთის ნგრევასა და ქაოსში, რის გამოც თვით ირანელები დიდ ზარალს განიცდიან და ამიტომ მისივე აზრით ირანელები უიმედონიც არიან. “ბეშარ ესადმა სწორედ ირანის მხარდაჭერით განახორციელა თავისი ხალხისადმი საშინელი და მასიური მკვლელობები, ასე რომ, თეირანი გლობალური ტერორიზმის მეთაურობას ეწევა“, ხაზგასმით განაცხადა ტრამპმა.

მის ამ განცხადებას უმალ გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯევად ზარიფი და სოციალურ ქსელში გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ დემოკრატიის დამცველი ვაშინგტონი იმ დროს თავს ესხმის ირანს, როცა ეს უკანასკნელი ეს ესაა გამოვიდა სამართლიანი და თანასწორი არჩევნებიდან  

 



მსგავსი ინფორმაციები