ავღანეთში DEAŞ-ის ლიდერი იქნა ლიკვიდირებული

იგი ტერ ორგანიზაციას გასული წლიდან ლიდერობდა

727760
ავღანეთში DEAŞ-ის ლიდერი იქნა ლიკვიდირებული

ავღანეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით, ამ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა, 10 დღის წინ, ნანგარჰარის ვილაიეთში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის დროს, სხვა მრავალ ტერორისტთან ერთად, ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის ლიდერს ავღანეთში, აბდულ ჰასიბსაც ლიკვიდირება გაუკეთეს.

სწორედ ჰასიბის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მარტის თვეში, ქაბულში მოქმედ ერთ ერთ სამხედრო ჰოსპიტალზე განხორციელებული ტერაქტი, რის შედეგადაც მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ჰასიბი ავღანელ დეაშელთა ლიდერი გასულ წელს, ამერიკელების მხრიდან ჰაფიზ საიდის ლიკვიდირების შემდეგ გახდა.

ამავე განცხადებით, ავღანეთში ვერც ერთი ტერ ორგანიზაცია ვერ მიაღწევს მიზანს, რადგან, მათ წინააღმდეგ ბრძოლა ბოლომდის გაგრძელდება



მსგავსი ინფორმაციები