გაერომ, აშშ-ში აღსრულებული სიკვდილით დასჯა დაგმო

გაერომ, აშშ-ში აღსრულებული სიკვდილით დასჯა დაგმო

722534
გაერომ, აშშ-ში აღსრულებული სიკვდილით დასჯა დაგმო

გაერომ აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთში მდებარე არკანზასის შტატში, ბოლო რვა დღის განმავლობაში ოთხი ბრალდებულის სიკვდილით დასჯის აღსრულება დაგმო და ქვეყანას აღნიშნული სასჯელის გაუქმებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ განცხადება ჟენევაში გაეროს ცენტრალურ ოფისში გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა  კომისარმა ელიზაბეტ ტორსიელიმ გააკეთა და განაცხადა: „აშშ-ს არკანზასის შტატში, ბოლო 12 წელია მსჯავრდებულებისათვის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გამოუტანიათ, მაგრამ ბოლო რვა დღის განმავლობაში მათ უკვე ოთხი ადამიანი დასაჯეს ამ სასჯელით, რის გამოც ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ. ბოლო რამდენიმე  წელია აშშ-ში სიკვდილით დასჯის განაჩენი საგრძნობლად შემცირდა, ქვეყანაში 2009 წელს 52 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, გასულ წელს  20, მიმდინარე წელს  დღემდე კი უკვე 10. აშშ-ს მოვუწოდებთ სიკვდილით დასჯის განაჩენი გააუქმოს,“ განაცხადა ტორსიელიმ.   



მსგავსი ინფორმაციები