ტრამპი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა

დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში, იტალიის პრემიერ გენტილონისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს

717921
ტრამპი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში, იტალიის პრემიერ პაოლო გენტილონისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს და აღნიშნა, რომ ირანი არ ეგუება ბირთვული იარაღის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მან, საშინელი უწოდა P5+1 ქვეყნების 2015 წელში ხელმოწერილ შეთანხმებას და აღნიშნა, რომ თავად ხელს არ მოაწერს მას. შემდეგ იფიქრებენ რის გაკეთებაა საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელი.

 დაამატა, რომ იგი მხარს უჭერს ყველა შეთანხმებას, მაგრამ ის არის აქამდე ნახული ყველაზე ცუდი შეთანხმება და არ ხდება მისთვის შეგუება. მეტად ყურადღებით ახდენენ საკითხის ანალიზს და ახლო ხანებში გამოთქვამენ თავიანთ აზრს.  

ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ტესტებთან დაკავშირებით კითხვის პასუხად კი, აღნიშნა, რომ საკითხის ირგვლივ გასულ კვირას შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტს ში ჟინპინგს. ტრამპმა, დიდი პატივისცემა გამოთქვა მის მიმართ და ირწმიუნა რომ ში, ყველაფერს იღონებს ჩრდილოეთ კორეის საკითხში.  შემდეგ კი, ტრამპმა ასეთი შეფასება მისცა ში-ს მცდელობებს:-„ძალიან კარგად მუშაობს.  ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უფრო ადრე არც კი უნახიათ ჩინეთში მსგავსი მუშაობა. გადააგზავნეს ქვანახშირით დატვირთული გემები. კიდევ მოხდა რიგი საგანგებო საქმეები. პრეზიდენტი ში მართლაც ბევრს მუშაობს და მჯერა მისი. არ ვიცი წარმატებული იქნება თუ არა, მაგრამ მჯერა მისი“-თქვა ტრამპმა.


საკვანძო სიტყვები: #აშშ-ი , #პრეზიდენტი , #ტრამპი , #ბრიფინგი

მსგავსი ინფორმაციები