ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ვაშინგტონის მიმართ ნდობამ იკლო

ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ვაშინგტონის მიმართ ნდობამ იკლო

711164
ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში  ვაშინგტონის მიმართ ნდობამ იკლო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ვაშინგტონისადმი ნდობის ხარისხმა ობამას პერიოდთან შედარებით საგრძნობლად იკლო. მან ამის შესახებ სატელევიზიო არხ Mir 24-თან მიცემული ინტერვიუს დროს  განაცხადა. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მათი ნდობის ხარისხმა ამერიკასთან განსაკუთრებით პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში იკლო. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სირიის ქალაქ იდლიბში ასადის რეჟიმის მხრიდან სამოქალაქოების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, აშშ-მ სირიაში ქალაქ ჰუმუსის მახლობლად შაირათის აეროპორტის დაბომბვის შემდეგ მოსკოვ-ვაშინგტონს შორის დაძაბულობა წარმოიქმნა.  



მსგავსი ინფორმაციები