თავდასხმა პაკისტანში

წინასწარი მონაცემებით 22 ადამიანი დაიღუპა, 70 კი დაშავდა

703147
თავდასხმა პაკისტანში

პაკისტანის ქალაქ  პარაჩინარში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად წინასწარი მონაცემებით 22 ადამიანი დაიღუპა, 70 კი დაშავდა. თვითმკვლელური ტერაქტი ერთ-ერთი მეჩეთში, ქალების შესასვლელის კართან განხორციელდა, ამიტომაც დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან. ოფიციალური პირები დაღუპულთა რიცხვის ზრდას ვარაუდობენ, რადგან დაშავებულებს შორის მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბევრნი არიან.  თავდასხმა საკუთარ თავზე ჯამაათ-ულ აჰრარის დაჯგუფებამ აიღო საკუთარ თავზე.



მსგავსი ინფორმაციები