ლტოლვილების საკითხში მერკელმა შეაქო თურქეთი

„თურქეთმა სამი მილიონი ლტოლვილისთვის მრავალი რამ გააკეთა, ამ საკითხში ევროპას ესაჭიროება მხარი დაუჭიროს თურქეთს“

702847
ლტოლვილების საკითხში მერკელმა შეაქო თურქეთი

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა ევრო პარლამენტში ყველაზე დიდი ჯგუფით წარმოდგენილი ევროპის სახალხო პარტიის მალტის სხდომის მოხსენებაზე, გამოკვეთა ევროკავშირში შეცდომების არსებობა და აღნიშნა, რომ ალიანსი საჭირო დონეზე არ ფიქრობს გარე საზღვრებზე და მეზობლებზე.  

ევროპა პასუხისმგებელია ჰუმანიტარულ დახმარება გაუწიოს მეზობელ სირიას.

„განა არ გაგვაჩნია ჰუმანიტარულ დახმარების საკითხში პასუხისმგებლობა? მხოლოდ თურქეთი, იორდანია და ლიბანია პასუხისმგებელი? სინამდვილეა ის რომ  ლტოლვილთა ბანაკების დაფინანსებას თვალი ავარიდეთ. საკმარისი ყურადღება არ დავუთმეთ“.

აქედან გამომდინარე წარმოიქმნა გადაუდებელი ჰუმანიტარული სიტუაცია. გერმანიამ ჰუმანიტარული მისიის გამო მიიღო ლტოლვილები და ეს სწორი გადაწყვეტილებაც იყო.

მერკელმა, შეაქო თურქეთის ლტოლვილებთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაო და დაამატა:-„თურქეთმა სამი მილიონი ლტოლვილისთვის მრავალი რამ გააკეთა, ამ საკითხში ევროპას ესაჭიროება მხარი დაუჭიროს თურქეთს“.



მსგავსი ინფორმაციები