ევროპელები სეპარატისტების მხარეზე დგანან

ქურთი ტერორისტები ბერლინში, ჰააგაში და ბრიუსელში შეიკრიბნენ

695681
ევროპელები სეპარატისტების მხარეზე დგანან

გერმანიის შემდეგ ქურთი ტერორისტებისადმი მხარდაჭერა გამოთქვა ჰოლანდიამაც  და მის ფარგლებში ამ ქვეყნის მთავრობამ, პკკ-ას მხრიდან ჰააგაში ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავი მიტინგის ჩატარების ნებართვა გასცა რა, გუშინ ასობით სეპარატისტი თავიანთი ლიდერის პორტრეტებით და ქურთული დროშებით გამოვიდნენ ჰააგის ქუჩებში და ისინი ანტი თურქულ ლოზუნგებსაც წარმოთქვამდნენ.

ჰოლანდიასაც სხვა ევროპული ქვეყნებივით, პკკ-ა ტერ ორგანიზაციათა სიაში ჰყავს შეყვანილი და მიუხედავად ამისა, სეპარატისტებს აქციის ჩატარების უფლება მისცეს, რასაც მკაცრად გმობს ოფიციალური ანკარა, რადგან, იმავე ჰოლანდიამ 11 მარტს თურქ მინისტრებს “უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე“ ამ ქვეყანაში შესვლის ნებართვა არ მისცა.

გარდა ამისა, პკკ-ს მხარდამჭერებს ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნის ნებართვა მისცა ბელგიის მთავრობამაც და მათაც ბრიუსელში მიტინგი გამართეს, რომელიც ისევ ანტი თურქულ გამოსვლაში გადაიზარდა.

მოკლედ, გერმანია, ჰოლანდია და ბელგია მოკავშირე თურქეთის მაგივრად, ქურთი სეპარატისტების გვერდით დადგნენ, რამაც ანკარის აღშფოთება გამოიწვია და მის საპასუხოდ მკაცრი განცხადებები გაავრცელა



მსგავსი ინფორმაციები