ლიბერმანს არაბები არ უყვარს

“არაბებს მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვათ“

691255
ლიბერმანს არაბები არ უყვარს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიდგორ ლიბერმანმა, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეისონ გრეენბლატის ისრაელ-პალესტინაში ოფიციალურ ვიზიტად ჩამოსვლამდის, წერილობითი განცხადება გაავრცელა და მასში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ხალხს შორის მშვიდობის აღდგენის ერთადერთი გზა მოსახლეობის გაცვლაა და მის ფარგლებში ისრაელის მოქალაქე არაბებს მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვათ რა, ისინი დასავლეთ იორდანიაში უნდა გადაასახლონ.

ამავე განცხადებით, ებრაელები დასავლეთ იორდანიის და აღმოსავლეთ იერუსალიმის ებრაელურ ახალმშენებლობებზე უარს არასოდეს იტყვიან და აქედან გამომდინარე “მიწის სანაცვლოდ მშვიდობის“ თეზისი წარუმატებლად დასრულდება.

“ისრაელის მოსახლეობის 22%-ს პალესტინელები წარმოადგენენ, ამიტომაც ვერ შეიქმნება ისეთი პალესტინური სახელმწიფო, რომელშიც ერთი ებრაელიც კი არ იცხოვრებს“, აღნიშნულია ლიბერმანის წერილში.

ისრაელის პარლამენტის, კნესეტის არაბი  დეპუტატების ფრაქციის თავჯდომარემ, ეიმენ ავდემ კი განაცხადა, რომ “მოსახლეობის გაცვლის“ წინადადება მათთვის მიუღებელია და ამ წინადადებით ლიბერმანი ისრაელის არაბებისგან გაწმენდას ცდილობს.    

დასავლეთ იორდანია და აღმოსავლეთი იერუსალიმი ისრაელს 1967 წლიდან ჰყავს ოკუპირებული და პირველში 400 ათასი, მეორეში კი 200 ათასი ებრაელი ცხოვრობს, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებრიობა ხსენებულ რეგიონებში ებრაელთა ცხოვრებას უკანონოდ მიიჩნევს



მსგავსი ინფორმაციები