შეტაკებები დანიაში

შეტაკებები დანიაში

682833
შეტაკებები დანიაში

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დანგრევის 10 წლისთავთან დაკავშირებით გამართული აქციის დროს „otonom“-ის სახელწოდების მემარცხენე ახალგაზრდულ დაჯგუფებას და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. დაახლოებით ათას კაციანი ახალგაზრდული დაჯგუფება „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დანგრევას არ დავივიწყებთ,“ ტრანსფარანტებით მსვლელობას აწყობდნენ, რა დროსაც ზოგიერთი ბანკომატები და მაღაზიების მინები დააზიანეს. აქციის დროს ჩაფხუტიანმა ახალგაზრდებმა პოლიციას სხვადასხვა საგნები დაუშინეს. დანიის მედიასაშუალებების ინფორმაციით აქციების დროს ათამდე აქტივისტი დაკავებული იქნა. ქვეყანაში რადიკალური დაჯგუფების წევრების შეკრების ადგილად ცნობილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი 2007 წელს დაინგრა. მისი დანგრევა  პოლიციის მხრიდან  ანტიტერორისტული ოპერაციის წვრთნების დროს მოხდა.



მსგავსი ინფორმაციები