უკრაინასა და რუსეთს შორის პასპორტის დაძაბულობა გრძელდება

პოროშენკომ ჰუმანიტარული დახმარების და კრიზისების მოგვარების საკითხში ევროკავშირის კომისარ ქრისტოს სტილიანიდისთან შეხვედრა გამართა

677386
უკრაინასა და რუსეთს შორის პასპორტის დაძაბულობა გრძელდება

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების პასპორტის, დაბადების მოწმობის და სხვა საბუთების აღიარების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელება მოითხოვა. პოროშენკომ ჰუმანიტარული დახმარების და კრიზისების მოგვარების საკითხში ევროკავშირის კომისარ  ქრისტოს სტილიანიდისთან შეხვედრა გამართა. პოროშენკოს თქმით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დოკუმენტების აღიარება საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ამ უკანონო ფორმირებების აღიარების ელემენტია და დე-ფაქტო მინსკის პროცესზე უარის თქმას ნიშნავს, ვინაიდან აღნიშნული ნაბიჯი შეუთავსებელია მინსკის შეთანხმებების შესრულებასთან, რის გამოც პოროშენკომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაზრდა მოითხოვა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასული კვირის ბოლოს ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში გაცემული დოკუმენტების აღიარების შესახებ. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პეშკოვმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პუტინის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი მინსკის შეთანხმებას არ ეწინააღმდეგება.  



მსგავსი ინფორმაციები