ლაჰორში თავდასხმა ფარმაცევტებზე განხორციელდა

დაიღუპა 13, დაიჭრა 80 კაცი

671787
ლაჰორში თავდასხმა ფარმაცევტებზე განხორციელდა

პაკისტანის ქალაქ ლაჰორში ფარმაცევტების საპროტესტო მსვლელობის დროს, როცა ისინი აპროტესტებდნენ ნარკოტიკების გაყიდვებთან დაკავშირებით
მთავრობის მხრიდან გამოცემულ ახალ წესებს და ამდენად ეს მსვლელობა სრულიან მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, ერთმა მოტოციკლეტიანმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 13 კაცი დაიღუპა, 80-მდე დაიჭრა.

ამ ტერაქტზე პასუხისმგებლობა თალიბანს დაქვემდებარებულმა ჯემაათი ურ აჰრარმა აიღო.

ამ ორგანიზაციიდან გავრცელებული განცხადებით, ეს თავდასხმა პაკისტანის არმიის მხრიდან ავღანეთის საზღვრის გასწვრივ ჩატარებული სამხედრო ოპერაციების საპასუხოდ განახორციელეს



მსგავსი ინფორმაციები