კანადაში მეჩეთში მრევლზე თავდასხმა განხორციელდა

თავდასხმის დროს მეჩეთში ორმოცამდე ადამიანი იმყოფებოდა

661363
კანადაში მეჩეთში მრევლზე თავდასხმა განხორციელდა
kanada cami saldırı2.jpg
kanada cami saldırı.jpg

კანადაში, კვებეკის პროვინციის ერთ-ერთ მეჩეთზე  ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. თავდასხმა  კვებეკის  ისლამის კულტურის ცენტრის მეჩეთზე საღამოს ნამაზის ლოცვის დროს შეკრებილ მრევლზე  სამმა პირმა განახორციელა. პოლიციამ მომხდარის შემდეგ ორი პირი დააკავა. თვითმხილველების ინფორმაციით თავდამსხმელებმა ცეცხლი 40 კაციან მრევლზე განახორციელა.

მომხდარის შემდეგ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ სოციალური ქსელის მეშვეობით თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახის წევრებს.   „ჩვენ ვგმობთ ამ ტერორისტულ აქტს მუსლიმების წინააღმდეგ რელიგიური მსახურებისა და თავშესაფრის ადგილას, ჩვენ ყოველთვის დაღუპულების და დაუშავებლების ოჯახების წევრების გვერდით ვართ“,- ნათქვამია ტრუდოს განცხადებაში. კანადამ აშშ-ს მხრიდან თავის ქვეყანაში შესვლა აკრძალული შვიდი მუსლიმანური ქვეყნის მიგრანტების მიღების თანხმობა გამოაცხადა.



მსგავსი ინფორმაციები