აშშ-მექსიკას შორის კედლის შენების შესახებ დაძაბულობა გრძელდება

აშშ-მექსიკას შორის კედლის შენების შესახებ დაძაბულობა გრძელდება

660094
აშშ-მექსიკას შორის კედლის შენების შესახებ დაძაბულობა გრძელდება

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან მექსიკის საზღვართან ასაშენებელი კედლის ბრძანებაზე ხელის მოწერის შემდეგ, მექსიკის მთავრობასთან კედლის მშენებლობის დაფინანსებასთან დაკავშრებით დაძაბულობა გრძელდება. მას შემდეგ, რაც მექსიკის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშრებით გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი კედლის მშენებლობაში არანაირ საფასურს არ გადაიხდიდნენ, ტრამპმა სოციალურ ქსელ  Twitter-ის მეშვეობით ასეთი განცხადება გააკეთა: „თუ მექსიკა კედლის მშენებლობისათვის საჭირო ფულს არ გადაიხდის, მაშინ, მომდევნო დღეებში განსახორციელებელი შეხვედრის გადადება უკეთესი იქნება.“  ამის საპასუხოდ კი მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან 31 იანვარს გასამართი შეხვედრაში მისი მხრიდან მონაწილეობის მიუღებლობის შესახებ თეთრ სახლს აცნობეს.  ნეოტოს ამ განცხადებას ტრამპმა ფილადელფიიდან უპასუხა: „მექსიკის პრეზიდენტთან მომდევნო კვირაში გასამართი შეხვედრის გადადების შესახებ შევთანხმდით. აშშ-ს მიმართ უპატივცემულოდ მოქცეულ მექსიკასთან მსგავსი შეხვედრის გამართვას არანაირი აზრი არ აქვს.“ ამ ფაქტთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა მექსიკის ფინანსთა მინისტრმა ჟოსე ანტონიო მეადემაც და აღნიშნა, რომ დიპლომატიური საკითხების განხილვა  Twitter-ის მეშვეობით არ უნდა ხდებოდეს.



მსგავსი ინფორმაციები