თურქეთის მიერ წარმოებულ ოპერაცია „ევფრატის ფარს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს

საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში გამართულ „DEAŞ-თან ბრძოლის ალიანსის“ შეხვედრაზე თურქეთის მიერ წარმოებულ ოპერაცია „ევფრატის ფარს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს

652622
თურქეთის მიერ წარმოებულ ოპერაცია „ევფრატის ფარს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს

საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში გამართულ „DEAŞ-თან ბრძოლის ალიანსის“ შეხვედრაზე თურქეთის მიერ წარმოებულ ოპერაცია „ევფრატის ფარს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს.

შეხვედრას თურქეთის გაერთიანებული შტაბის მეთაურ ჰულუსი აქართან ერთად 13 ქვეყნის გაერთიანებული შტაბის მეთაურიც ესწრებოდა.

მონაწილეებმა გავრცელებულ განცხადებაში თურქეთის მიერ სირიაში ტერორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ 24 აგვისტოს წარმოებულ ოპერაცია ევფრატის ფარს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„შეხვედრაზე ტერორგანიზაცია DEAŞ-ს განადგურების მცდელობების გაგრძელებასა და ყველა ქვეყნის DEAŞ-ს წინაღმდეგ საერთაშორისო ბრძოლაში პროპორციულად მონაწილეობაზე შეთანხმება იქნა მიღწეული“-ნათქვამია განცხადებაში


განცხადებაში მოწოდებაა გაკეთებული ტერორის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლაში ჩართვის და მხარდაჭერის თაობაზე და აღნიშნულია, რომ დეაშთან ბრძოლის მასშტაბები და არსებულ ვითარებაში საჭირო ნაბიჯები გაერთიანებული შტაბის მეთაურებისა და დელეგაციების შეხვედრაზე განიხილეს და ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს.


საკვანძო სიტყვები: #ოპერაცია ევფრატის ფარი

მსგავსი ინფორმაციები