საფრანგეთი თავდაცვის მინისტრი

აშშ-ის მსგავსად, საფრანგეთზეც არ არის გამორიცხული არჩევნებზე კიბერ თავდასხმები

647061
საფრანგეთი თავდაცვის მინისტრი

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟინ ივ ლე დრიანმა, საფრანგეთის, კვირაობით გამოცემულ გაზეთ “Le Journal du dimanche” -ისთვის მიცემულ ინტერვიუში, გაფრთხილება გამოთქვა თავისი მოქალაქეების მიმართ და აღნიშნა, რომ მაშინ, როცა ოთხი თვეღა დარჩა სახელმწიფოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, აშშ-ის მსგავსად არ არის გამორიცხული არჩევნებზე კიბერ თავდასხმები. ყველას მოუწოდა ყურადღებისკენ. აღნიშნა, რომ საფრანგეთის არჩევნები სულაც არ არის იმუნური კიბერ თავდასხმისგან. პირიქით გაფიქრება გულუბრყვილობა იქნებოდა.

ჟინ ივ ლე დრიანის განცხადებით, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, თავდაცვის სამინისტროზე საკმაოდ გაიზარდა კიბერ შეტევები. 24 ათასი კიბერ შეტევის განმუხტვა მოხერხდა მათი უსაფრთხოების სისტემების მეშვეობით.

საფრანგეთი, კიბერ შეტევების წინააღმდეგ მებრძოლი, ინგლისთან ეთად, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოა. ამ სფეროში, 6 წლის განმავლობაში გამოიყო 2 მილიარდი ევროს  რესურსი-თქვა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.

 



მსგავსი ინფორმაციები