ფილიპინებში ერთ კვირაში მეორე აფეთქება მოხდა
მოყვარულ მოკრივეთა მატჩის დროს ბომბის აფეთქების შედეგად მინიმუმ 33 ადამიანი დაშავდა
640069
![ფილიპინებში ერთ კვირაში მეორე აფეთქება მოხდა](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/7747/5bf6/bc88/5864b001ce278.jpg?time=1718934587)
ფილიპინებში ერთ კვირაში მეორე აფეთქება მოხდა.
მოყვარულ მოკრივეთა მატჩის დროს ბომბის აფეთქების შედეგად მინიმუმ 33 ადამიანი დაშავდა.
თავდასხმა ქალაქ ლეიტეში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, ბომბი მობილური ტელეფონით დისტანციურად იქნა აფეთქებული.
თავდასხმაზე პასუხიმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.
შობის დღეს ერთ-ერთი ეკლესიის წინ ხელყუმბარით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მომხდარმა აფეთქებამ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა.
პოლიცია აცხადებს, რომ ამ ორ თავდასხმას შორის კავშირ არ არსებობს.